ორი წლის წინ კომპანია Apple ამერიკის პირველი კომპანია გახდა, რომლის საბაზრო ღირებულებამაც 1-ტრილიონ დოლარიანი ზღვარი გადალახა. ახლა კი აიფონების მწარმოებელი კომპანიის კაპიტალის ღირებულება უკვე 2 ტრილიონ დოლარზე მეტია.
კალიფორნიაში ბაზირებული კომპანიის თითო აქციის ფასი, მცირე ხნით 468 ათას 65 დოლარამდე გაძვირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის კაპიტალიზაციამ 2 ტრილიონ დოლარს მიღწია.
Apple-ს აქციები წელს დაახლოებით 57 პროცენტით არის გაზრდილი. ზრდის ტემპით, „ეფლმა“ ისეთი გიგანტიც კი ჩამოიტოვა, როგორიცაა საუდეთის ნავთობკომპანია „საუდი არამკო“.
ინვესტორების „ეფლისადმი“ დაინტერესება მას შემდეგ გაძლიერდა, რაც კომპანიამ განაცხადა, რომ მომავალში „აიფონების“ გაყიდვაზე ნაკლებად დამოკიდებული იქნება და აქცენტს მომხმარებელთა მომსახურებაზე და გართობაზე გადაიტანს.