კომპანია Apple-მა იმ გაჯეტების წარმოების გადავადება დაიწყო, რომლებიც 2020 წლის პირველ ნახევრამდე იყო დაგეგმილი.
როგორც გამოცემა DigiTimes-ი წერს, აღნიშნული დაკავშირებულია წარმოების ჩინეთიდან ტაივანში გადატანასთან. კონკრეტულად საუბარიაა AirPods Pro Lite, iPad და Apple Watche-ის წარმოებაზე.
ამ გზით კომპანია ცდილობს, კორონავირუსის შედეგად გამოწვეული პრობლემები თავიდან აირიდოს. ის გეგმავს ტაივანში წარმოების წილი ისე გაზარდოს, რომ ამავდროულად სხვა მომწოდებლებთან თანამშრომლობა შეინარჩუნოს.
ცნობისათვის, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში ქალაქ უხანიდან დაახლოებით 500 კილომეტრში კომპანიის iPhone-ებისთვის კომპონენტების მიმწოდებელი Foxconn და Pegatron-ის ქარხნები მდებარეობს, რომლებიც ამერიკული ბრენდის უმსხვილესი მწარმოებლები არიან. ეს კომპანიები გეგმავენ თებერვლის ბოლოსთვის სანახევროდ მაინც აღადგინონ წარმოება, ხოლო მარტში 80%-მდე.