კომპანია Apple მომავალი წლიდან თავის კომპიუტერებს საკუთარი ჩიპებით გამოუშვებს.ახალი ჩიპების შემუშავება ამჟამად მიმდინარეობს და ისინი იმავე პროცესორებზეა ბაზირებული, რასაც აიფონებში და აიპადებში იყენებენ. თუმცა, ახალი პროცესორი, აიფონებსა და აიპადებში გამოყენებულ პროცესორზე, რომელსაც Apple-სთვის „ინტელი“ აწარმოებს, გაცილებით სწრაფი იქნება.
ამერიკული კომპანიისთვის ახალ მაკ ჩიპებს ტაივანური კომპანია „სემიკონდუქტორ მანუფექჩერინგი“ გამოუშვებს. ამ ეტაპზე, მუშაობა სამი მაკ პროცესორის შექმნაზე მიმდინარეობს.
ახალი კომპონენტების გამოყენებით, Apple საკუთარი ელექტრონიკის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას ცდილობს. ამასთან, ერთი და იგივე ტექნოლოგიის გამოყენებით, Apple აპლიკაციების უნიფიცირებას და კომპიუტერების ხშირად განახლებას უფრო იოლად და სწრაფად შეძლებს.