კომპანიამ Apple საკუთარ ხელმძღვანელს ტიმ კუკს აქციების მსხვილი პაკეტი უსახსოვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ფასიანი ქაღალდების ფედერალური კომისია იტყობინება.
დოკუმენტის თანახმად, კუკს საჩუქრად 339 ათას 987 შეზღუდული ტიპის აქცია გადაეცა. საუბარია, წარმოებულ ფასიან ქაღალდზე. პაკეტის ღირებულება არ ხმაურდება.
ცნობისთვის, ტიმ კუკმა კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოსტი 2011 წელს, კომპანიის დამფუძნებლის სტივ ჯობსის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაიკავა.