ამერიკულმა კორპორაციამ Apple სხვა კომპანიების წარმოებული ყურსასმენებისა და დინამიკების გაყიდვები შეწყვიტა. Bloomberg-ის ცნობით, ეს კომპანიის მიერ საკუთარი პროდუქციის გაყიდვების დაწყებამდე მოხდა.
სააგენტოს ცნობით, Apple მრავალი წელია ყიდის სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებულ ყურსასმენებსა და აქსესუარებს, რომლებიც თავსებადია მის პროდუქციასთან. სექტემბრის ბოლოს კი კომპანიის მაღაზიებიდან გაქრა ყველა ყურსასმენი და აკუსტიკური სისტემები.
Bloomberg-ი ამას Apple-ის პროდუქციის გაფართოებას უკავშირებს. კორპორაცია წლის ბოლომდე გეგმავს პირველი უსადენო ყურსასმენების წარმოდგენას, რომელიც არის მისი წარმოების.