კომპანია Apple-მა გამოაცხადა, რომ ელემენეტების გადახურების და აალების რისკის გამო, მისი წარმოების 15-დიუმიანი ნოუთბუქების MacBook Pro-ს ნაწილს უკან იწვევს. საუბარია, მეტწილად 2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე გაყიდულ ნოუთბუქებზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.
იმისათვის, რომ გაიგოთ, ეხება თუ არა გაწვევა თქვენს ნოუთბუქს, საჭიროა საიტზე განთავსებულ სპეციალურ ფორმაში ლეპტოპის სერიული კოდი შეიყვანოთ. თუ მოდელი პოტენციურად საშიშია, მომხმარებელს ეძლევა რეკომენდაცია, რომ შეწყვიტოს მისით სარგებლობა და ელემენტების უფასოდ შესაცვლელად ავტორიზებულ სერვის ცენტრებს ან მაღაზიებს მიმართოს.
Apple აფრთხილებს მოხმარებლებს, რომ დიაგნოსტიკასა და ელემენტების შეცვლას შესაძლოა, 1-2 კვირა დასჭირდეს.