Apple-მა 2019 წლის გაზაფხულის პრეზენტაცია დააანონსა. ტრილიონიანი კომპანია ახალი მოდელების წარდგენას 25 მარტს, 10 საათზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ქალაქ კუპერტიონოში გამართავს.
Apple-ის პრეზენტაციის დაანონსებისთანავე, ამერიკული მედიისთვის მნიშვნელოვანი თემა გახდა, თუ რა ტექნოლოგიებს წარადგენს Apple. ტექნოლოგიის ექსპერტები ღონისძიებაზე, Apple-ის ინოვაციურ ტელევიზიას, ახალ ბიუჯეტურ iPad-სა და განახლებული უსადენო AirPods-ების წარდგენას ელოდებიან. ექსპერტები ღონისძიებაზე ასევე, არ გამორიცხავენ მუსიკალური პლეიერის iPod-ის განახლებული მოდელის დაანონსებასაც. მათი თქმით, ის შეიძლება ახალი სიტყვა გახდეს ტექნოლოგიების სფეროში.
Apple-ის პრეზენტაცია ძირითადად წელიწადში ორჯერ იმართება. კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა რამდენიმე დღის წინ აქციონერებს შემცირებული რეალიზაციების გამო ბოდიში მოუხადა და პირობა დადო, რომ Apple გამაოგნებელ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებს წარადგენდა.