კომპანია Apple-მ გამოაცხადა, რომ ნიუ-იორკში 12-ვე მაღაზია დახურა, რისი მიზეზიც ისაა, რომ შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ვარიანტი ომიკრონი გავრცელდა. იმავდროულად, მყიდველს სასურველი პროდუქტის ონლაინ შეძენის საშუალება ექნება. Apple-s მაღაზიები დაიხურა მეხუთე ავენიუზე, გრანდ სენტრალსა და სოჰო-ს უბანში.
ცნობისთვის, თვის დასაწყისში, კომპანიამ შტატებსა და კანადაში სამი დიდი მაღაზია დროებით დახურა, რისი მიზეზიც, რა თქმა უნდა, შესაბამის რეგიონებში კოვიდის შემთხვევების ზრდა გახდა. ინფიცირებულთა შორის იმ მაღაზიების რამდენიმე თანამშრომელიც აღმოჩნდა.
ვირუსისგან დაცვის ღონსძიებათა ფარგლებში, Apple-ის ამერიკული მაღაზიების ყველა თანამშრომელი და მომხმარებელი ვალდებულია, რომ სავაჭრო დაწესებულებაში, ნიღაბს ატარებდეს. Apple-ის მსგავსად, საკუთარ სავაჭრო ცენტრებში წესებს სხვა კომპანიებიც ამკაცრებენ.