06:22
24 აგვისტო, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Apple-ის მოგება 13%-ით შემცირდა
01-08-2019

მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური გიგანტის კომპანია Apple-ის მოგება 2019 წლის მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით არის შემცირებული. შესაბამისი ინფორმაცია კომპანიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია აღნიშნული.
გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2019 წლის მესამე კვარტალში, რომელიც 29 ივნისს დასრულდა, Apple-ის მოგებამ 10 მილიარდ 40 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წელს 11 მილიარდ 500 მილიონი იყო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანიის საერთო შემოსავალი 53 მილიარდ 800 მილიონი დოლარი იყო.

1976 წელს დაფუძნებული კომპანია Apple ბაზარზე წარმოდგენილია სმარტფონებით, კომპიუტერებით, პლანშეტებით, ლეპტოპებით, მუსიკალური დამკვრელებითა და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქციით. კორპორაცია, დღეისთვის  მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიას წარმოადგენს. მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ გასული წლის შემოდგომაზე 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, თუმცა, ამ მომენტისთვის 960 მილიარდ დოლარს შეადგენს.

AutoPlay
თბილისის მარჯვენა სანაპიროზე საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
Wizzair-ი 2 ახალ მიმართულებას ამატებს - რა ეღირება ფრენები ბოლონიასა და კიოლნში
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
ჩინეთს ფილიპინებზე ონლაინ თამაშები აკრძალვა სურს
გამოქვეყნდა 20 საათის წინ
ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფები ამერიკელებს ცხოვრებას გაუძვირებს
გამოქვეყნდა 20 საათის წინ
ევერესტის მწვერვალის სიახლოვეს პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალება და რეგულაციები გამკაცრდება
გამოქვეყნდა 20 საათის წინ
პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების ფასი სასაკლაოებში შემცირდა
გამოქვეყნდა 20 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები