მიმდინარე წელს Apple თავისი პოპულარული ჭკვიანი საათის ახალი ვერსიის გამოშვებას გეგმავს, რომელიც პირდაპირ დაუკავშირდება ფიჭურ ქსელს. Apple-ის საათების ზოგიერთი მოდელის ეკიპირებაში ელტი ჩიპები შევა და ბევრი ფუნქციის შესრულებას ისე შეძლებს, რომ აიფონი საჭირო აღარ გახდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალ საათებს სხვა ფუნქციებიც ექნება. მათ შორისაა ძილის კონტროლი, რა დროსაც, სუნთქვის სიხშირეს, გულის პულსსა და ხვრინვასაც კი გააკონტროლებს. ძილის შემდეგ კი, მფლობელს ჩანაწერების ნახვის საშუალება ექნება. კიდევ ერთი ფუნქციაა სისხლში გლუკოზის კონტროლი.