კომპანია "ეპლი" თავის ტელეფონებს მომავალი წლიდან ინდოეთშიც გამოუშვებს. ამ საქმეს მისი ტაივანელი პარტნიორი კომპანია „ფოქსკონის“ ადგილობრივი ფილიალი შეასრულებს. "როიტერსის" ინფორმაციით, ამ საკონტრაქტო მწარმოებლისთვის ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა პროდუქციას ინდოეთში გამოუშვებს. მნიშვნელოვანია, რომ „ფოქსკონი“ ინდოეთში ამერიკული კომპანიის ფლაგმანი მოდელების წარმოებას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანია ინდოეთში „აიფონებს“ აქამდეც აწარმოებდა, თუმცა, ეს მხოლოდ დაბალი კლასის SE (ეს ი) და 6S (6 ეს) მოდელებია. ამ საქმეში „ეპლს“ პარტნიორობას ტაივანური კომპანია „უისტრონი“ უწევს.