კომპანია Apple კვირის ბოლომდე გამოსცემს განახლებას პროგრამული უზრუნველყოფისთვის, რომელიც iPhone-ის ვიდეოზარებში დაფიქსირებულ ხარვეზებს გამოასწორებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. როგორც ირკვევა, სმარტფონის მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ ტელეფონის მფლობელი მანამდე ისმენდა მოპასუხის საუბარს, ვიდრე ის დააჭერდა პასუხის ღილაკს ხელს. მსგავსი ხარვეზები აპლიკაცია Apple FaceTime-ის ვიდეოზარით სარგებლობის დროს დაფიქსირდა.
წინასწარი ვარაუდით, ეს შეცდომა დაკავშირებულია ჯგუფურ ვიდეოზარებთან, რომელიც Apple-მა 2018 წლის ოქტომბერში წარადგინა.