ამერიკის შეერთებული შტატების მიღმა მდებარე 20 უნივერსიტეტი უკვე შეუერთდა Apple-ის მიერ შექმნილ Swift Curriculum-ის პროგრამას. ეს პროგრამირების შემსწვალელი უფასო კურსებია, რომელიც კომპანიამ მიმდინარე წლის მაისიდან აამოქმედა. როგორც ცნობილია, Swift Curriculum-ის მეშვეობით, Apple-ის სურს გაზარდოს თავისი თანამშრომლების ახალი თაობა და ამ გზით მუშახელის სიმცირის პრობლემა გადაჭრას. სწავლების პროცესი ჯამში 180-საათიან პრაქტიკულ და თეორიულ გაკვეთილებს გულისხმობს, რომლის მიმდინარეობისას მსმენელები პროგრამირების ენას დაეუფლებიან. კურსებზე სტუდენტები ისწავლიან დაპროგრამებას და ფუნქციონალური აპლიკაციების შექმნას, ასევე შეძლებენ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების სფეროში კრიტიკული უნარების მიღებას.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის მსოფლიოს 20 უნივერსიტეტი დათანხმდა თანამშრომლობას, მათ შორის დანიის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების სასწავლო დაწესებულებები. ზოგიერთ სასწავლო დაწესებულებაში აღნიშნული გაკვეთილები აუდიტორიებში ჩატარდება, ზოგიერთი უნივერსიტეტი კი ონლაინ -პროგრამის ამუშავების ინიციატივით გამოვიდა. პროგრამა ძირითადად სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსა და უნივერსიტეტის სტუდენტებზეა გათვლილია.