გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, Apple-მა თავის მომხმარებლებს, საძებნ სისტემა „სპოტლაითის“ გამოყენებაზე რეკომენდაციები დაუგზავნა. ამერიკული გამოცემა წერს, რომ Apple-მ შესაძლოა, მალე საძებნ სისტემა Google-ს ძირითად ფუნქციად გამოყენება შეწყვიტოს.
Apple-ს მიერ ახალი საძებნი სისტემის შექმნაზე ინფორმაციები იმ ფონზე გამოქვეყნდა, როცა შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ, Google-ს მფლობელ კომპანია Alphabet-ის წინააღმდეგ, ანტიმონოპოლიური სარჩელი აღძრა. პრეტენზიები მოიცავს პუნქტს, რომლის შესაბამისადაც, Apple-ს მოწყობილობებში ძირითად საძებნ სისტემად Google-ს გამოყენება, კონკურენტულ გარემოს არღვევს.
იურიდიულ კომპანია „კლიფორდ შანსის“ იურისტი ფიქრობს, რომ შტატების იუსტიციის სამინისტრო ალბათ მოითხოვს Apple-სა და Google-ს შორის ექსკლუზიური შეთანხმების გაუქმებას. როგორც შტატების ხელისუფლება ვარაუდობს, შეთანხმების შესაბამისად, Google Apple-ს წლიურად 8-12 მილიარდ დოლარს იმის სანცვლოდ უხდის, რომ Apple-მ თავის მოწყობილობებში, Google-ს საძებნ სისტემას, პოზიცია შეუნარჩუნოს.