ამერიკული კორპორაცია Apple აპირებს მომდევნო წლების განმავლობაში დაამატოს სახის ამომცნობი ფუნქცია (Face ID) მის მიერ წარმოებულ ყველა მნიშვნელოვან პროდუქციაში, მათ შორის Mac-ის კომპიუტერებშიც. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Bloomberg-ს ჟურნალისტმა მარკ გურმანმა განუცხადა.
მისივე აზრით, შესაძლებელი რომ იყოს, კომპანია საერთოდ უარს იტყოდა თითის ანაბეჭდით განბლოკვის ფუნქციაზე (Touch ID), თუმცა, ეს მხოლოდ რამდენიმე მიზეზით არ მოხდა. Touch ID - უფრო იაფი ალტერნატივაა, რომელიც იძლევა უსაფრთხოების გარკვეულ დონეს, ამასთან, Mac-ის ნოუთბუქების ეკრანები ზედმეტად თხელია Face ID სენსორებისთვის.
ჟურნალისტის აზრით, Face ID ფუნქცია ბრენდის ყველა მოწყობილობაში ეტაპობრივად დაინერგება.