ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მ კვარტალური შემოსავლების დაგეგმილი პროგნოზი შეამცირა. აღნიშნული კი ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობების მერყეობითაა გამოწვეული. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ის ეთერში კომპანიის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა განაცხადა.
ოთხშაბათს Apple-მა პირველი ფინანსური კვარტლის მონაცემები გაავრცელა. აღნიშნულ მონაცემებში მოგების პროგნოზი 89 მილიარდი დოლარიდან 84 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული.