გორის სოფლებში ძლიერი ჭექა-ქუხილი იყო. ამის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ვარიანში მცხოვრებმა თემო კერესელიძემ 10 მაისს გადაიღო. ნალექს წინ ძლიერი ქარი უძღოდა.უამინდობის გამო, გორში გარეგანათება რამდენიმე ადგილას გაითიშა, შავშვები-გორის მონაკვეთზე ჩაბნელდა ავტობანიც.ფოტო და ვიდეომასალას "ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
წყარო: qartli.ge