გაგაცნობთ აპლიკაციას, რომელიც მნიშნელოვან ახალ ამბებს წაგიკითხავთ, აპლიკაცია NOA ირლანდიაში შეიქმნა და მის მთავარ მიზანს მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების შეკრება წარმოადგენს, იგი გაერთიანებულ ახალ ამბებს აუდივერსიად აქცევს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს მას მოუსმინოს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.
აპლიკაცია აგროვებს მნიშვნელოვან სიახლეებს ისეთი გამოცემებისგან, როგორიცაა მაგალითად „ფაინანშალ თაიმსი“, „ბლუმბერგი“, „ინდეფენდენთი“, „ეკონომისტი“, „ნიუიორკ თაიმსი“ და ა.შ მსოფლიო გამოცემების რაოდენობა თანდათან იზრდება.
სიახლეების აუდიოვერსიად გადაქცევა გარკვეულწილად არ მოსწონთ ონლაინგამომცემლებს, ვინაიდან ისინი აცხადებენ, რომ ამის გამო, შესაძლოა მომხმარებელი მათ საიტებზე აღარ შევიდეს. თუმცა, NOA-ს დამფუძნებლები ამბობენ, რომ მათ მიზანს ონლაინგამომცემლებთან კონკურენცია არ წარმოადგენს და მათ უბრალოდ სურთ გამოიყენონ ტრადიციული ჟურნალისტიკა ახალი ელემენტების დამატებით.
NOA-ს სიახლეების მოსმენა მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს, ავტომობილის მართვისას, სეირნობისას, ვარჯიშისას ან ნებისმიერი რამის კეთებისას.