აპლიკაცია Faceapp-მა რუსულ სერვერებზე 150 მილიონზე მეტი ადამიანის შესახებ ინფორმაცია შეინახა. აპლიკაციამ, რომელიც მილიონობით ადამიანმა გამოიყენა, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ადამიანების სახეების და სახელების შესახებ ინფორმაციები შეაგროვა. როგორც გამოცემა ფორბსი წერს, აპლიკაციის მფლობელი რუსული ტექნოლოგიური კომპანია Wireless Lab-ია.
"აპლიკაცია ხალხს საშუალებას აძლევს, შეიცვალონ სახის გამომეტყველება, გარეგნობა და რამდენიმე წლით დაბერდნენ. ამავდროულად, FaceApp-ის მომხმარებლები აპლიკაციას უფლებას აძლევდნენ, მათ ტელეფონში არსებულ ფოტოსურათებსა და მათ სახელებზე წვდომა მიეღო - ნებისმიერი მიზნით, როცა მოუნდება და რამდენ ხანსაც მოუნდება", - წერს Forbes.
ამასთან, გამოცემის მიხედვით, მაშინ, როცა ჩვენ შესახებ მსგავს ინფორმაციას Amazon-იც ფლობს, შეიძლება, ეს პირობები საგანგაშოდ არ მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსული კომპანიის მიერ შექმნილი აპლიკაცია თქვენი სახის შესახებ FSB-ს არ მიაწვდის ინფორმაციას.