აპირებს თუ არა ''ქართული ოცნება'' ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას - ოპოზიცია ირწმუნება, რომ ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისგან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, საქართველოს შანსები, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ნულს გაუტოლდა. განსხვავებულად ფიქრობენ მმართველ პარტიაში. ქართული ოცნება პრემიერ მინისტრის გუშინდელ განცხადებებს დადებითად აფასებს. ხელისუფლება პოლარიზაციის უფრო მეტად გაღრმავებაში ოპოზიციას ადანაშაულებს.