მსოფლიოს მოსახლეობის ზრდასთან ერთად, მეტი და მეტი საკვები არის საჭირო, თუმცა პროდუქტების 30 პროცენტი ფუჭდება და ნარჩენები ნაგავსაყრელზე ხვდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად და ზედმეტი ხარჯების შესამცირებლად, მეცნიერებისა და ინჟინრების გუნდმა გამოიგონა ხელსწაყო, რომელიც საკვების ხანგრძლივად შენახვაში გვეხმარება.
როგორც ამბობენ, ეს არის ხელმისაწვდომი სისტემა , რომლის გამოყენებაც ძალიან მარტივია. იდეის ავტორების თქმით, Quva არის მსოფლიოში ყველაზე მოსახერხებელი და თანამედროვე საჭმლის ვაკუუმის დანადგარი, რომელიც თავისუფლად ინტეგრირდება თქვენ სამზარეულოში და დიდ ადგილსაც არ იკავებს. ხელსაწყოს მოყვება სპეციალური კონტეინერები სხვადსხხვა სახის პროდუქტის და სასმელის შესანახად. ვაკუუმის აპარატს 3 რეჟიმი აქვს, საკვების ვაკუუმში მოქცევის, დამარინადების და პროდუქტის გაცილებით ხანგრძლივად შესანახი რეჟიმი. როგორც ამბობენ, მოწობილობის მეშვეობით კერძი 5 ჯერ უფრო დიდხანს ძლებს, ინარჩუნებს თავის სტრუქტურას, გემოს და სარგებლიანობას. გარდა ამისა, Quva-ს შეუძლია ღვინის ხანგრძივად შენახვა სპეციალური საცობისა და მისი ჰაერისგან განთავისუფლების მეშვეობით. მოწყობილობის დამარინადების რეჟიმი კი ხორცს სულ რაღაც 10 წუთში აბასტურმებს. როგორც ამბობენ, აპარატის მეშვეობით ადამიანები შეძლებენ ეფექტურად მოიხმარონ საკვები და შეამცირონ დანახდარჯები.