„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამას, ანზორ მელიას იმედი აქვს რომ მის შვილს დღეს გაათავისუფლებენ. როგორც ანზორ მელია აცხადებს მმართველი გუნდი დღეს შავ დღეშია და მას სხვა გამოსავალი არ აქვს, რადგან ზეწოლა გაზრდილია როგორც ევროკავშირიდან ისე ამერიკისგან და ასევე ქართველი საზოგადოებრის მხრიდან.
ანზორ მელიას იმედი აქვს, რომ მთავრობაში მოიძებნება რამდენიმე ჭვიანი პოლიტიკოსი რომელიც შეძლებს არსებილი სიტუაციის სრულად გაანალიზებას და რაციონალური გადაწყვეტილების მიღებას.