სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ინაუგურაციის შემდგომ პრეზიდენტის ათონელის რეზიდენცია მზად იქნება, თუმცა ტექნიკური სამუშაოები შესაძლოა სრულად არ იყოს დასრულებული. რაც შეეხება ხარჯებს და იმ საკითხს, რომ უკვე გარემონტებულ რეზიდენციას კვლავ დასჭირდა რემონტი, ანზორ ჩუბინიძემგანმარტა, რომ "ეს იყო კოსმეტიკური რემონტი", ხოლო ხარჯებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ზეპირად არ ფლობს. მისივე თქმით, ამ დროისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უკვე იცავს რეზიდენციას.შეგახსენებთ, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიავლაბრის რეზიდენციის ნაცვლად მუშაობას ათონელის რეზიდენციაში დაიწყებს.