21:20
30 მაისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ანტონიუ გუტერეში - ყველაზე უარესი წინ არის - ახლა ვირუსის ქარიშხალი ომით დაზარალებულ ქვეყნებს ემუქრება
04-04-2020

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში მსოფლიოს ქვეყნებს გლობლური ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ის სახელმწიფოებს სთხოვს, რომ ომით დაზარალებულ ქვეყნებში კორონავირუსის პანდემიის დროს იარაღი აღარ აიღონ ხელში.

"ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ახლა COVID-19-ის ქარიშხალი კონფლიქტით დაზარალებულ ქვეყნებს ემუქრება", - აღნიშნა გუტერეშმა. მისივე თქმით, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, ზოგიერთ ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებები კვლავაც მიმდინარეობს.

"ეს აუცილებელი საჭიროებაა. ვირუსმა აჩვენა როგორ მოძრაობს საზღვრებს მიღმა, ანადგურებს ქვეყნებს და მიაქვს ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ უნდა დავადუმოთ იარაღი და მშვიდობის ხმა აღვიმაღლოთ. ეს ის დროა, როცა უნდა გაჩერდეთ. მორალურად მიუღებელია ამ კონფლიქტების გაგრძელება",- განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

AutoPlay
ევროკავშირი დონალდ ტრამპს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა და 39 გახდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
კალიფორნიაში დემონსტრაციის დროს ფედერალური სამსახურის ოფიცერი მოკლეს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „პლაქვენილით“ ნამკურნალებ კოვიდ 19-ით ინფიცირებულ არც ერთ პაციენტზე გართულება არ დაფიქსირებულა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
იაპონიაში კორონავირუსის შემთხვევები კვლავ გაიზარდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები