მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი სამყაროსთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა. მისი თქმით, ვირუსს მოჰყვება მსოფლიო ეკონომიკის რეცესია, რომლის მსგავსიც აქამდე არასოდეს გვინახავს.
გუტერეშმა პანდემიის შესაჩერებლად მსოფლიოს ერთობლივი და შეთანხმებული მუშაობისკენ მოუწოდა. მათ განვითარებულ ქვეყნებს ეკონომიკურად სუსტი სახელმწიფოების დახმარებისკენ მოუწოდა.
გაერო-ს ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის შედეგად მსოფლიოში 25 მილიონი ადამიანი შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს. ამავე დოკუმენტის ავტორები პროგნოზირებენ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთელ მსოფლიოში 40%-ით შემცირდება.