ვაქცინებთან დაკავშირებული უთანასწორობა კორონავირუსის ვარიანტებს საშუალებას აძლევს, განვითარდეს და უკონტროლო გახდეს, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში „ტვიტერში“ წერს.
მისი თქმით, კოორდინირებული და სამართლიანი მიდგომის გარეშე, შემთხვევების შემცირება ხანგრძლივი ვერცერთ ქვეყანაში ვერ იქნება.
“ვაქცინებთან დაკავშირებული უთანასწორობა კორონავირუსის ვარიანტებს საშუალებას აძლევს, განვითარდეს და უკონტროლო გახდეს, რასაც მსოფლიოსთვის უფრო მეტი სიკვდილი და ეკონომიკური ვარდნა მოაქვს. კოორდინირებული და მიუკერძოებელი მიდგომის გარეშე, შემთხვევების შემცირება დროთა განმავლობაში მდგრადი ვერცერთ ქვეყანაში ვერ იქნება,” - წერს გაერო-ს გენერალური მდივანი.