გაერო უკვე ამზადებს საფუძველს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისა და აღდგენისთვის, ეს არის გრძელი გზა, მაგრამ ახლავე უნდა დავიწყოთ, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის მიერ წარმოდგენილი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 750 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ქვეყნის აღსადგენად ომის დროს და ომის შემდეგ. სამ ეტაპად გაშლილი გეგმა პირველ რიგში ითვალისწინებს ხიდებისა და წყალმომარაგების დროებით აღდგენას.
2023 წლიდან 2035 წლამდე სკოლები, საავადმყოფოები და სახლები უნდა აღდგეს. ბოლო ეტაპი კი უკრაინას თანამედროვე, მწვანე, ციფრულ ეკონომიკაში გადაიყვანს.