გრიპის ვირუსთან საბრძოლველად წელს სახელმწიფოს 11 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული, საიდანაც 1 მილიონი ანტივირუსული პრეპარატის - "ტამიფლუს" შესაძენად დაიხარჯა. ამის შესახებ პალიტრანიუსს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს.მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არის გათვალისწინებული და მთლიანად ინფექციურ დაავადებებზე დაიხარჯება.შეგახსენებთ, რომ ანტივირული პრეპარატი "ტამიფლუ" 12 იანვრიდან ყველასთვის უფასო გახდა. 24 იანვრიდან საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 3000 დოზა შემოიტანეს.