ანტისაჰაერო სისტემის შეყიდვასთან დაკავშირებით საქართველოსა და საფრანგეთს შორის კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდება. როგორც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიზნით ის ხვალ საფრანგეთში მიემგზავრება.იზორიამ ასევე ისაუბრა სამინისტროს მიერ 2018 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ.მისი თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს დაიწყო ყველაზე ამბიციური პროგრამა - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა."ავაშენეთ რეგიონში უპრეცედენტო საბრძოლო მომზადების ცენტრი, სადაც ჩვენი სამხედროები სხვა ქვეყნის სამხედროებთან ერთად გადიან სამხედრო საბრძოლო მომზადებას" - განაცხადა ლევან იზორიამ.