ანტიბაქტერიული საპნით ხელების დაბანა, განსაკუთრებით გრიპის სეზონზე, არც ისე სასარგებლოა. კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის საოჯახო და კომუნალური მედიცინის პროფესორი, დოქტორი მიშელ კარისტონი მიიჩნევს, რომ ანტიბაქტერიული საპნები მეტისმეტად ენერგიულად მოქმედებს, მხოლოდ პათოგენურს კი არა, საჭირო ბაქტერიებსაც ანადგურებს. მეტიც, სრულად ნადგურდება საჭირო მიკროორგანიზმები, აგრესიული ბაქტერიები კი აქტიურდებიან და მრავლდებიან.