"ანთებული სიგარეტი სახეში ესროლა" - მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე შემთხვევის დეტალებზე - Palitra News

"ანთებული სიგარეტი სახეში ესროლა" - მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე შემთხვევის დეტალებზე

2017-12-04 13:07:03+04:00

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე ტრაგიკული შემთხვევის დეტალებს ყვება. როგორც „ინტერპრესნიუს“ თვითმხილველმა განუცხადა ინციდენტი 51-ე სკოლის საპირფარეშოში სათამაშო თოფს უკავშირდება ერთ-ერთმა მოზარდმა მეორეს სწორედ სათამაშო თოფიდან ესროლა. დაძაბულმა საუბარმა მოგვიანებით სკოლის გარეთ გადაინაცვლა, სადაც ერთ-ერთი მხარის ინიციატივით სხვა სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ. საუბრის შემდეგ, კონფლიქტი ამოიწურა და ბავშვები შერიგდნენ, თუმცა შემდეგ უკვე ახალი დაპირისპირება წარმოიშვა ერთ-ერთი ბავშვის გამო, რომელიც ინციდენტში მონაწილე მეორე მოზარდს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ანთებული სიგარეტი სახეში ესროლა.

იხილეთ: რა წარწერები გამოფინეს 51-ე სკოლის კედლებზე მოსწავლეებმა?

ხორავას ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავეს