ბენ-გურიონის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კოლორადოს უნივერსიტეტის სპეციალისტებთან ერთად შექმნეს "ჭკვიანი" აბი, რომლის კომპონენტებიც მხოლოდ ანთების კერაში მოქმედებს. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ცილის მოლეკულა, ორიდომენისგან შედგება. ამასთან, ორივე კომპონენტი ინტერლეიკინ-1 (IL-1) წარმოებულია. ცილის ერთი დომენიფუნქციურინაწილია, მეორე კი ინტერლეიკინ-1-ის მძლავრი ინჰიბიტორი.როგორც მეცნიერები განმარტაენ, მედიკამენტი ორგანიზმში შეყვანისთანავე არ ავლენს ფარმაკოლოგიურ აქტივობას. მისი მოლეკულები გარკვეული პერიოდის შემდეგ განთავსდება ანთების კერაში, ცილა იშლება და მისი ფუნქციური დომენი აქტიურდება. ამგვარად, წამლის "ჩართვა" საჭირო დროს ხდება.კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მათ მიერ შემუშავებული მედიკამენტი გვერდითი მოვლენების შემცირების უნიკალური მაგალითია. აღნიშნულ თვისებებს სხვა პრეპარატები არ ფლობენ. ამ მედიკამენტის ეფექტურობა პრეკლინიკური გამოცდის დროს არაერთხელ დადასტურდა.ახალშექმნილ "ჭკვიან" აბს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ანთებითი რეაქციის არასპეციფიკური ინჰიბირებით ორგანიზმის ინფექციებთან ბრძოლისუნარი საზოგადოდ არ ქვეითდება.