ანტარქტიდის დასავლეთით ამუნდსენის ზღვაში ჩინური ყინულმჭრელი გემი აისბერგს შეეჯახა. შემთხვევა გემის 35-ე ექსპედიციის დროს მოხდა. შეჯახების შედეგად ყინულმჭრელის წინა ნაწილი მთლიანად ყინულითა და თოვლით დაიფარა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. შეჯახება რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა და რადარების არასაკმარისმა მუშაობამ გამოიწვია. როგორც ექსპედიციის წევრი აცხადებს, რადარი, რომელსაც ისინი იყენებენ, ერთმანეთისგან ვერ არჩევს აისბერგს და დიდი ზომის ყინულს, ამიტომაც მათ კვლევების ჩასატარებლად ესაჭიროებათ ახალი ტექნოლოგიები, რათა სამომავლოდ მსგავსი პრობლემა აღარ შეიქმნას.