ანტარქტიდაზე ყინულის დნობა დაჩქარდა. მეცნიერები განმარტავენ, რომ თეთრმა კონტინენტმა ბოლო 25 წლის განმავლობაში 3 ტრილიონი ტონა ყინული დაკარგა.
სატელიტიდან დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ანტარქტიდაზე ყოველწლიურად 200 მილიარდი ტონა ყინული დნება. ეს პროცესები ყოველწლიურად ზღვის დონეს საშუალოდ 0.6 მილიმეტრით ზრდის. მეცნიერები განმარტავენ, რომ 2012 წლის შემდეგ ზღვის დონის მაჩვენებელი 3-ჯერ გაიზარდა.
მანამდე მეცნიერებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ ანტარქტიდას ძლიერი მიწისძვრა გაანადგურებს. თეთრ კონტინენტზე ძლიერი მიწისძვრა ბოლოს 1982 წელს დაფიქსირდა.