თურქმა სამართალდამცველებმა ანტალიაში ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებათ მანქანებისა და სახლების ძარცვა. როგორც თურქული მედია წერს, დაკავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არიან, მათ შორის ერთი დაკავებული ქალია. პოლიციამ დამნაშავეების იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების მეშვეობით მოახდინა. დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ამოღებულია ოქროულობა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერები. თურქეთში საქართველოს საელჩო ანტალიაში ქართველების დაკავებაზე ინფორმირებულია. მათივე ინფორმაციით, დაკავებულები ანტალიის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.