ანსამბლ "შვიდკაცას" შესრულებული საქართველოს ჰიმნი და "მრავალჟამიერი" "გოლდენ სტეიტის" სტადიონზე - Palitra News

ანსამბლ "შვიდკაცას" შესრულებული საქართველოს ჰიმნი და "მრავალჟამიერი" "გოლდენ სტეიტის" სტადიონზე

2017-12-21 12:43:44+04:00

ქართულმა ანსამბლმა "შვიდკაცამ" "გოლდენ სტეიტის" საშინაო სტადიონ Oracle Arena-ზე საქართველოს ჰიმნი და "მრავალჟამიერი" შეასრულა.sportall.ge-ს ინფორმაციით, ”შვიდკაცამ” ზაზა ფაჩულიას გუნდის, "გოლდენ სტეიტის" საშინაო სტადიონ Oracle Arena-ზე "მემფისთან" მატჩის დაწყებამდე აშშ-ის ჰიმნი შეასრულა, ხოლო შეხვედრის დიდ შესვენებაზე - საქართველოს ეროვნული ჰიმნი და "მრავალჟამიერი".აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყებამდე მაყურებლებს ზაზა ფაჩულიას სათამაშო Bubble Head-ები დაურიგდათ.რაც შეეხება მატჩს, ზაზა ფაჩულიას ტრავმის გამო არ უთამაშია, მაგრამ ის შეხვედრას დაესწრო.