ამ ვიდეოს ხილვის შემდეგ ნამდვილად საამაყოდ გვქონდა საქმე. კადრებმა თითქმის ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის ნახვა დააგროვა. სტრასბურგში დემოკრატიის მეექვსე მსოფლიო ფორუმი საზეიმოდ ანსამბლმა „შავნაბადამ“ გახსნა, განსაკუთრებული აპლოდისმენტები დაიმსახურა ევროკავშირის ჰიმნის განსხვავებულმა ვერსიამ. ქართველი შემსრულებლების გამოჩენას აუდიტორია ხანგრძლივი ოვაციებით შეხვდა.