დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებულმა ვახტანგ რობაქიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გვიან ღამით დატოვა. ის უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც რობაქიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშიც მივა.
რაც შეეხება უშუალოდ ინსპექტორთან საუბრის დეტალებს რობაქიძის თქმით, კითხვები ეხებოდა დაზიანებებს და იმ ფაქტებს, რაც ჩემს წინააღმდეგ გამოავლინეს სამართალდამცველებმა. რობაქიძის თქმით ის პირები, რომლებმაც მასზე იძალადეს არ არიან იდენტიფიცირებულები.