კონდოლიზა რაისის განცხადებას იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ეხმაურება. დეპუტატის თქმით მმართველი გუნდი ფხიზლად არის და საფრთხეების წინააღმდეგ ნებისმიერი ნაბიჯი საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობით იდგმება.
ოხანაშვილის თქმით, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დგამს ერთობლივ ნაბიჯებს, რათა ოკუპანტი ქვეყნისგან მომდინარე საფრთხეებს ებრძოლოს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მმართველი გუნდის მაღალი რეიტინგის პირობებში, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესი რაც შეიძლება გამჭვირვალედ წარიმართოს“.
როგორც ოხანაშვილმა ეუთო/ოდირის საჭიროებების შეფასების მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ჟურანლისტებს განუცხადა, არსებობს მოლოდინი, რომ “დესტრუქციული კრიმინალური ოპოზიციური ჯგუფები” ბინძური კამპანიის წარმოებას შეეცდებიან.