საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებით, ბაკურიანში მომხდარი ინციდენტი შეაფასეს. მათი განცხადებით, მომხდარის შემდეგ დეპუტატის ერთ-ერთ შვილს ფსიქოლოგის დახმარება ჭირდება. უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი კუთხით მიმდინარეობს გამოძიება და თუ რაიმე დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. მან ასევე დაადასურა ფაქტი რომ დაკავებული 2014 წლამდე "ქართული ოცნების" რიგებში ირიცხებოდა, თუმცა, აღნიშნავს, რომ მას პირადი კვეთა ანრი ოხანაშვილთან არასდროს ჰქონია.