საქართველოს პარლამენტში მუშავდება კანონპროექტი, რომელშიც კონკრეტულად გაიწერება, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით რა ტიპის დარღვევების პრევენციაა აუცილებელი და განისაზღვრება შესაბამისი სანქცია.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, შესაძლოა, სანქციით დასჯადი გახდეს პირბადის ტარების წესის დარღვევა როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, სადაც მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობის თავშეყრა ხდება. მისივე თქმით სანქციები უნდა იყოს რაციონალური და საზოგადოებას მძიმე ტვირთად არ უნდა დააწევს.
ანრი ოხანაშვილის თქმით საკითხთან დაკავშირებით ინტენსიურად იმართება კონსულტაციები და მიმდინარე დღეებში პროექტის დასრულებული ვერსია მზად იქნება.