იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის შესაძლო დატოვებას გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა მსგავსი საკითხი უმრავლესობაში არც დასმულა. ოხანაშვილმა კომენტარი ვანო ზარდიაშვილის მიერ კომიტეტების გაცდენასთან დაკავშირებითაც გააკეთა. როგორც მან აღნიშნა დეპუტატისგან სხდომის საპატიო მიზეზით გაცდენის შესახებ შესაბამისი შეტყობინება მიიღო. შეგახსენებთ უმრავლესობიდან ვანო ზარდიაშვილის შესაძლო გარიცხვის შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა.