იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის სრულად დაკომპლექტება მათი თვითმიზანი არ არის. მისივე თქმით ეს პარლამენტში წარმოდგენილ კანდიდატებზე იქნება დამოკიდებული.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საკომიტეტო მოსმენის დროს, პირდაპირ ეთერში, კანდიდატებთან ყველა კითხვა დაისმევა და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, პროცესს პირდაპირი ეთერის მეშვეობით ადევნოს თვალი.