იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს აფასაბს და უარყოფს ინფორმაციას, თითქოს პანკისში სპეცრაზმი წინასწარ იყო მობილიზებული. მისივე შეფასებით, დაუშვებელია ზემოქმედება და ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას იცავენ. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, შესაძლოა გარკვეული პირები, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, პანკისის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას განზრახ ცდილობენ.