იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის მიერ "მუქარის წერილის" გასაჯაროების საკითხს ეხმაურება. მისი თქმით ხაზარაძემ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და წერილის წარდგენის შემდეგ სამართალდამცველმა ორგანოებმა შეკითხვებს პასუხი უნდა გასცენ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატები "მუქარის წერილის" დედანს პროკურატურას დღეს გადასცემენ. მანამდე, ადვოკატები ზვიად კორძაძე და ეკა ეგუტია პრესკონფერენციაზე "მუქარის წერილის" დედანს მედიას გააცნობენ.
პრესკონფერენცია "ზვიად კორძაძის საადვოკატო" ბიუროში გაიმართება.