იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებასთან დაკავშირებით, ბიზნემენ ლევან ვასაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, მუქარის ენით საუბარს არავინ დატოვებს რეაგირების მიღმა, თუკი ეს იქნება გამოხატული კანონდარღვევაში. მისივე თქმით, კონკრეტული პირის კომენტარი შეესაბამება თუ არა სამართლებრივ რეაგირებას, ამას წყვეტს საგამოძიებო ორგანო.