"იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე ჩემს წარდგენას საფუძვლად დაედო სწორედ ის ღირებულებები, რომელიც "ქართულ ოცნებას" გააჩნია" - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა. რაც შეეხება იმას, რომ იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელად მის წარდგენას უმრავლესობის სხდომაზე ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა მხარი არ დაუჭირეს, ოხანაშვილის თქმით, ეს აღნიშნული დეპუტატების პირადი არჩევანია