დეპუტატების ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაპირისპირების მიზეზი გახდა. საქმე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტს ეხება , რომლის მეორე მოსმენით განხილვისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბესელია-ფოფხაძის პროექტზე უარყოფითი დასკვნა წარადგინა და აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ახალ საკანონმდებლო პროექტს თავად მოამზადებს. აღნიშნულს ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძისგან კომენტარები მოჰყვა. როგორც ბესელიამ განცხადა, როცა ანრი ოხანაშვილი გაიცნო ის , ევროსაბჭოსა და ევროკავშირს ვერ არჩევდა ერთმანეთისგან. ამასთან, გედევან ფოფხაძე ოხანაშვილს ჰპირდება, რომ ამ შეურაცხყოფას არ დაუვიწყებს.