იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელიას განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ბესელია ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეში რამდენიმე ხმაურიანი გვარი იპოვა, რომელთაგან ერთ-ერთი პარლამენტის დეპუტატის გვარს ემთხვევა. ანრი ოხანაშვილის თქმით კი სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოავლინონ ნებისმიერი პირი და თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველამ აგოს პასუხი. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებითვე თავად ეკა ბესელიამ უნდა ითანამშრომლოს შესაბამის ორგანოსთან და გვარები თვითონვე დაასახელოს.