ლოს-ანჯელესის პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ამის მიზეზი საზღვარგარეთიდან მიღებული ანონიმური სატელეფონო ზარი გახდა. რომელიც ჰოლივუდის სარკინიგზო ხაზზე თავდასხმის განხორციელების შესახებ იტყობინებოდა. საქმის გამოძიება FBI-მ დაიწყო. საქმის დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.